суббота, 28 марта 2015 г.
ტრენინგის მეცხრე დღე- გავეცანით მოდული-8. განვიხილეთ და ვისაუბრეთ ნამუშევრების დემონსტრირების რომელ იდეას გამოვიყენებ ჩემს კლასში. რა უნდა გავაკეთო მოსწავლეების მოსამზადებლად ეფექტური ჩვენებისთვის, როგორ დავეხმარები მოსწავლეებს კონსტრუქციული უკუკავშირის გაკეთებასა და გაზიარებაში.
გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია. შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები,მივეცით უკუკავშირი.
ვისწავლე ბლოგზე ბმულის გაკეთება, რაც გამომადგება შემდგომ მუშაობაშიც. გვაკეთე კომენტარები იმ პროექტებზე რომლებიც უფრო მეტად მომეწონა.
ჩემთვის მართლაც ნაყოფიერი იყო ეს ტრენინგი, რომელმაც ნათლად დამანახა პროექტების მნიშვნელობა სასწავლო პროცესების უკეთ წარმართვისთვის. უფრო მეტი ინფორმაცია დავაგროვე რაც სწავლის პროცესს გაახალისებს- გზამკვლევები, ბმულები, შაბლონები და სხვადასხვა საინტერესო მასალები.
მადლობა ჩვენს მომხიბლელ და ნიჭიერ ტრენერს- დიანას, რომ ასე საინტერესოდ და მარტვად აგვისნა ყველაფერი. ნამდვილად დამეხმარება ეს გაკვეთილები ჩემი შემდგომი მიზნების განხორციელებაში. მივესალმები ასეთ სიახლეებს. შრომატევადია, მაგრამ საინტერესო ხდება პროცესში.სასიამოვნო იყო საბოლოო პროდუქტის ხილვა.
ყველა ჩემს კოლეგას ვუსურვებ წარმატებებს და საინტერესო პროექტების განხორციელებას. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას ვინც გეგმავს და ახორციელებს ასეთ პროექტებს, რათა წარმატებული და სახალისო გახდეს ჩვენი გაკვეთილები.

вторник, 17 марта 2015 г.
ტრენინგის მეექვსე დღე-განვიხილეთ მოდული 4. ვისაუბრეთ პროექტში ინტერნეტის გამოყენებაზე.კვლევის, კოლაბორაციის და კომუნიკაციის გამოყენება ინტერნეტით. 21-ე საუკუნისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში როგორ დაეხმარება მოსწავლეებს ინტერნეტი. დავათვალიერეთ მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშები, დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის თვალით დანახულ ნიმუშის შექმნაზე, რაც დაგვეხმარება შემდგომში მიმართულების მიმცემი შეკითხვების ჩამოყალიბებაში. გავაგრძელეთ გეგმაზე მუშაობა.
суббота, 14 марта 2015 г.
ტრენინგის მეოთხე დღე-განვიხილეთ მოდული 2: აქტივობა 2: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას. ყურდღება გავამახვილეთ ზოგადი კითხვების სწორად ფორმულირებაზე. გავაკეთეთ დაგეგმილი პროექტის მიმართულების მიმცემი კითხვების მოკლე მონახაზი.
შემდეგ ვიმუშავეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებზე. განვიხილეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა.
ტრენინგის მესამე დღე - დღეს ვისწავლე პროექტის გეგმის შედგენისას საგნობრივი სტანდარტის გათვალისწინება.პროექტის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა. საკვანძო კითხვების შემუშავება. აგრეთვე ყურადღება გავამახვილეთ იმის შესახებ, რომ მიზანი აუცილებლად კავშირში უნდა იყოს დაგეგმილ აქტივობებთან. გავეცანით პორტფოლიოს ჩეკლისტს. ტრენინგი მრავლისმომცველი და საინტერესო იყო.
ტრენინგის პირველი და მეორე დღე-ვისწავლეთ ბლოგის შექმნა, საგაკვეთილო პროექტზე მუშაობა.დავგეგმე ჩემი პროექტი, ამაში დამეხმარა მოდულების გავლა.მეორე დღეს ვისწავლე პორტპოლიოს საქაღალდის შექმნა,ბლოგზე ინფორმაციის დადება.ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების შესწავლა და გამოყენება სასწავლო პროცესში, პროექტების დაგეგმვა და განხორციელება თანამედროვე მეთოდებით.დრო შეუმჩნევლად გავიდა, რადგან ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო. მადლობა ტრენერს.
Подписаться на:
Сообщения (Atom)