суббота, 28 марта 2015 г.

ტრენინგის მეცხრე დღე-  გავეცანით მოდული-8. განვიხილეთ და ვისაუბრეთ ნამუშევრების დემონსტრირების რომელ იდეას გამოვიყენებ ჩემს კლასში. რა უნდა გავაკეთო მოსწავლეების მოსამზადებლად ეფექტური  ჩვენებისთვის, როგორ დავეხმარები მოსწავლეებს კონსტრუქციული უკუკავშირის გაკეთებასა და გაზიარებაში.
გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია. შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები,მივეცით უკუკავშირი. 
ვისწავლე ბლოგზე ბმულის გაკეთება, რაც გამომადგება შემდგომ მუშაობაშიც. გვაკეთე კომენტარები იმ პროექტებზე რომლებიც უფრო მეტად მომეწონა.
 ჩემთვის მართლაც ნაყოფიერი იყო ეს ტრენინგი, რომელმაც ნათლად დამანახა პროექტების მნიშვნელობა სასწავლო პროცესების უკეთ წარმართვისთვის. უფრო მეტი ინფორმაცია დავაგროვე რაც სწავლის პროცესს გაახალისებს- გზამკვლევები, ბმულები, შაბლონები და  სხვადასხვა საინტერესო მასალები.
მადლობა ჩვენს მომხიბლელ და ნიჭიერ ტრენერს- დიანას, რომ ასე საინტერესოდ და მარტვად აგვისნა ყველაფერი. ნამდვილად დამეხმარება ეს გაკვეთილები ჩემი შემდგომი მიზნების განხორციელებაში. მივესალმები ასეთ სიახლეებს. შრომატევადია, მაგრამ საინტერესო ხდება პროცესში.სასიამოვნო იყო საბოლოო პროდუქტის  ხილვა.
 ყველა ჩემს კოლეგას ვუსურვებ წარმატებებს და საინტერესო პროექტების განხორციელებას. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას ვინც გეგმავს და ახორციელებს ასეთ პროექტებს, რათა წარმატებული და სახალისო გახდეს ჩვენი გაკვეთილები.



ტრენინგის მერვე დღე-განიხილეთ მოდული 7-ფასილიტაცია.  ვისაუბრეთ მასწვლებლის როლზე-როგორც ფასილიტატორი.  გავიაზრეთ  ფასილიტაციის საკვანძო კითხვები, რესურსები, რაც გვჭირდება ფასილიტაციის პროცესში.
  ვისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ ფასილიტაციის რესურსები სწავლების პროცესში. 
ტრენინგის მეშვიდე დღე-განვიხილეთ მოდული 5. შეფასების კრიტერიუმები. გავიხსენეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია, გავიაზრეთ ბავშვის როლი პროექტის მიმდინარეობის დროს. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე. განვიხილეთ მოდული 6. სპეციალური საჭიროების მოსწავლეთა როლი პროექტის მიმდინარეობაში.

вторник, 17 марта 2015 г.

ტრენინგის მეექვსე დღე-განვიხილეთ მოდული 4. ვისაუბრეთ პროექტში ინტერნეტის გამოყენებაზე.კვლევის, კოლაბორაციის და კომუნიკაციის გამოყენება  ინტერნეტით. 21-ე საუკუნისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში როგორ დაეხმარება მოსწავლეებს ინტერნეტი. დავათვალიერეთ მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშები, დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის თვალით დანახულ ნიმუშის შექმნაზე, რაც დაგვეხმარება შემდგომში მიმართულების მიმცემი შეკითხვების ჩამოყალიბებაში. გავაგრძელეთ გეგმაზე მუშაობა.

суббота, 14 марта 2015 г.


  ტრენინგის მეხუთე დღე-განვამტკიცეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვა.  გავაკეთეთ უკუკავშირი.  განვიხილეთ პრეზენტაციის შაბლონის ფორმები.გავეცანით საავტორო უფლებებს. ვისაუბრეთ როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი ჩვენი პროექტისთვის. ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო, დრო შეუმჩნევლად გავიდა.    
   






                

ტრენინგის მეოთხე დღე-განვიხილეთ მოდული 2: აქტივობა 2: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას. ყურდღება გავამახვილეთ ზოგადი კითხვების სწორად ფორმულირებაზე. გავაკეთეთ დაგეგმილი პროექტის მიმართულების მიმცემი კითხვების მოკლე მონახაზი.


შემდეგ ვიმუშავეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებზე. განვიხილეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა.